Sign In
We'll never share your email with anyone else.
Reset Password

Enter your email address and we'll send you a link to reset your password.

Back to Sign In
ზურაბ ბეგალიშვილი

ზურაბ ბეგალიშვილი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1985 წელს. იყო თუმანიშვილისა და ფოთის თეატრის მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "ლაქა"(ამირანი, 1985), "ნაზარის უკანასკნელი ლოცვა"(1988), "ღამის ცეკვა"(მოსე ლახიში, 1991), "ორფეოსის სიკვდილი"(ჯიპის პატრონი, 1996), "ორმაგი სახე"(1997), "ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა"(2003), "რენე მიდის ჰოლივუდში"(ვაცა, 2010), "გზა"(2011), "მანდარინები"(ასლანი, 2013) და სხვ. მიღებული აქვს საქართველოს კინო-აკადემიის პრიზი "ნატო", მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმ "ღამის ცეკვა"-ში (1999), აღმოსავლეთ-ევროპის კინოფესტივალის გრან-პრი, ფილმ "აქ თენდება"-ში შესრულებული როლისთვის. საქართველოს სახალხო არტისტის ბადრი ბეგალიშვილის შვილი.

  • ცნობილია: Acting
  • დაბადების დღე: 1961-06-20
  • დაბადების ადგილი: Tiflis, Georgian SSR, Transcaucasian SFSR, USSR [now Tbilisi, Republic of Georgia]
  • ასევე ცნობილია: ზურა ბეგალიშვილი